ჩვენი მუშაობის ძირითადი მაჩვენებელია
სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები, საწარმოო მოედნები, სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები და ჩვენი სპეციალისტების მიერ გათვლილი და მიწოდებული სამაცივრო მანქანებით და ჩილერებით აღჭურვილი გამანაწილებელი ცენტრები მუშაობენ სხვადასხვა რეგიონებში უკვე 10 წელიწადზე მეტია.
ინჟინრების ძირითადი ამოცანაა - სიმძლავრის, კომპლექტაციის, დამცავი სისტემებისა და ენერგოდამზოგი სისტემების სწორად არჩევა.
სიმძლავრის შერჩევისას კომპეტენტური სპეციალისტები ახდენენ ორიენტირებას ტექნიკურ პარამეტრებზე, სისტემაზე კომპლექსში, ამასთან ითვალისწინებენ ჰიდრავლიკურ წინაღობებს, სიმაღლეების სხვაობებს, მაგისტრალების ტრასირებას, მასწორებელ კოეფიციენტებს.
თბოგადამცემი აპარატურის შერჩევისას ჩვენ ვითვალისწინებთ ზამთრის და ზაფხულის ტემპერატურებს, რომლებიც დამახასიათებელია ყოველი ცალკეული რეგიონისთვის. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ დაშორებას საცხოვრებელი და სამუშაო სათავსოებიდან ხმოვანი წნევის დონის ოპტიმალური შერჩევისთვის.